Wednesday, December 23, 2009

ბარბარიზმები პრესისა და ტელევიზიის ენაში

1.პროექტის სახელი: ბარბარიზმები პრესისა და ტელევიზიის ენაში

2.პროექტის მოკლე აღწერა: თანამედროვე პრესისა და ტელევიზიის ენაში ბარბარიზმების გამოვლენა და მათი დამკვიდრების მიზეზთა გარკვევა

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეაგროვებენ მასალას პრესიდან და ტელევიზიიდან,ენის ნორმების გამოყენებით წარმოადგენენ მართებულ ფორმებს,შეეცდებიან ბარბარიზმების დამკვიდრების მიზეზთა გარკვევას,ენათმეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ინტერვიუების საშუალებით გაიგებენ მათ მოსაზრებებს ენის ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე,დასახავენ შესაძლო ღონისძიებებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად

4.მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2 თვე სასწავლო წლის განმავლობაში

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალის განხილვა-გაანალიზება,დისკუსიები,ინტერვიუებისათვის კითხვარების მომზადება

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: პრეზენტაციის მომზადება,ბროშურისა და საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების შექმნა.

8.სარგებელი სხვებისთვის: სკოლაში მოეწყობა პროექტის შედეგების პრეზენტაცია. მოსწავლეები დაფიქრდებიან იმაზე,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის სიწმინდის დაცვა.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:რუსული ენა,ინგლისური ენა.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი

11.პროექტის ფასილიტატორი: თამარ ჩიხრაძე

12ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tchixradze@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamarchikhradze.blogspot.com

No comments:

Post a Comment